ერევანში ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციის მთავარ განყოფილებას თავს დაესხნენ

ლგბტ თემის წარმომადგენლები ერევანში პოლიციის მთავარ განყოფილებაში შეიჭრნენ და ორ პოლიციელს თავს დაესხნენ. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სომხეთის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მანამდე ლგბტ თემის წარმომადგენელს ერთ-ერთი მოაქალაქე დაესხა თავს და პოლიციამ თავდამსხმელი განყოფილებაში გადაიყვანა.

„როცა ე.წ. დაზარალებულმა მხარემ შეიტყო, რომ ეჭვმიტანილი პოლიციის მთავარ განყოფილებაში იმყოფებოდა, შენობასთან შეიკრიბნენ. მდგომარეობა მაშინ დაიძაბა, როცა იქვე მცხოვრები ადამიანები ქუჩაში ჩხუბით გამოვიდნენ“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

პოლიციელები მათ დამშვიდებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. „ქალის კაბებში გადაცმული კაცები შევარდნენ განყოფილების შენობაში დაკავებულის მოსაძებნად და მასზე შურის საძიებლად. ორ თანამშრომელს ტრავმა მიაყენეს. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განმარტებულია ცნობაში.

ამჟამად მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Leave a Reply