მიხეილ ჯანელიძე – დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრემიერის ვიზიტი ახალი შედეგების მომტანი იქნება ორმხრივი ურთიერთობებისთვის

დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ახალი შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტს საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ეს ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. პოტენციალი დიდია ბევრი მიმართულებით. ამ ვიზიტისას განვიხილავთ საკითხებს, რომელიც ეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, კულტურულ კავშირებს, პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს დღეს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

interpressnews.ge

Leave a Reply