„კავკასიური პარტნიორობა“ კუმურდოს ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრბო ორგანიზაცია  „კავკასიური პარტნიორობა“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მოწოდებას ავრცელებს.

„კავკასიური პარტნიორობა“ ორგანიზაცია თავის შეშფოთებას გამოთქვამს 30  სექტემბერს, ჯავახეთის სომხური მოსახლეობით დასახლებულ სოფელ კუმურდოში მომხდარ მოვლენებთან დაკავირებით და უერთდება ორმხრივ, კონსტრუქციულ,  ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნასთან დაკავშირებულ მოწოდებებს .

სომხურ-ქართული კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და ჯავახეთის სომხებს თავშეკავებულობა გამოიჩინონ და არ გაამძაფრონ დაძაბული გარემო,  ასევე სომხურ და ქართული ეკლესიების წინამძღვრებს მოვუწოდებთ ურთიერთგაგებით მოეკიდონ სადავო ეკლესიების, უკვე წლების  განმავლობაში გაგრძელებულ საკითხის გადაწყვეტას.

ორგანიზაცია „კავკასიური პარტნიორობა“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასევე პოსტ-საბჭოთა რეგიონში სომხური და ქართული სამოქალაქო საზოგადოების როლს ორ ახლობელ ხალხს შორის ნდობისა და ურთიერთ პატივისცემის გაძლიერების საქმეში.

ამ დღეებში პრესაში საკითხის გაშუქების თვალისდევნით შევნიშნეთ ურთერთგამომრიცხავი, შემთხვევბი, ერთა შორისი შეტაკებების ხარისხის მიმცემი პუბლიკაციები, რაც დაუშევებელია და სახიფათოა არა მხოლოდ მკითხველის დასაბნევად, არამედ პროვოკაციის წახალისების საკითხში.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებს თავშეკავებულობა გამოიჩინონ და თვალი არ დახუჭონ ქართულ-სომხური კარის მეზობლურ სანუკვარ გრძნობებსა.

„კავკასიური პარტნიორობა“ საკითხის გადაწყვეტის მიზნით გააგრძელებს საკითხის შესწავლასა და გამოკვლევას საზოგდოებრივი დიპლომატიის ყველა შესაძლო  გზების გამოყენებით.

პატივისცემით „კავკასიური პარტნიორობა“ ორგანიზაცია.”

Leave a Reply