ედგარ ღაზარიანი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსად დაინიშნა

პოლონეთში სომხეთის ყოფილი ელჩი ედგარ ღაზარიანი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პერსონალის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ ედგარ ღაზარიანმა თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

2014 წლიდან ედგარ ღაზარიანი პოლონეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

ედგარ ღაზარიანი სომხეთის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი გახლავთ.