სომხეთის თავდაცვის სამინსტროს სამხედრო ნაწილში კაპიტანის სხეული იპოვეს

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 26 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის საძინებელ ოთახში გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კაპიტან ჰმაიაკ ჰაკობიანის სხეული იპოვეს.

გამოძიება მიმდინარეობს კაპიტან ჰაკობიანის გარდაცვალების ფაქტებზე. დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება და სხვა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

Leave a Reply