სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 937-მდე გაიზარდა

10 აპრილის, 11:00-ის მდგომარეობით სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 937-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში16 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

937 დაინფიცირებულთაგან 149 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა. სტაცინარული მეთვალყურეობის ქვეშ 777 ადამიანი იმყოფება.