ნარეკ მანასიანი კრივის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა

რუმინეთის ქალაქ  ტირგუ-ჟიუში კრივის ევროპის 18-22 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 91 კგ წონით კატეგორიაში მოკრივე ნარეკ მანასიანი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ 56 კგ წონით ერიკ პეტროსიანი და 60 კგ წონით ჰრაირ შაჰვერდიანი, თუმცა ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერ შეძლეს. სომხეთის 7 კაციანი კრივის გუნდი რუმინეთში მწვრთნელის დავით თოროსიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრა.

Leave a Reply