ოლიმპიურ თამაშებზე სომხეთის დროშის ქვეშ მიქაელ მიქაელიანი გამოვა

9 თებერვალს, სამხრეთ კორეაში, ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონზე 23-ე ზამთრის  ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების გახსნისას სომხეთის დროშას სამთო-სათხილამურო სპორტსმენი მიქაელ მიქაელიანი წარადგენს.

ოლიმპიურ აღლუმში სომხეთის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც შედიან დელეგაციის ხელმძღვანელი გაგიკ ბოლშკიანი, ოლიმპიელები კატია გალსტიანი, აშოტ კარაპეტიანი და სხვები.

საერთაშორისო ასპარეზობა ზამთრის სპორტის მრავალ სახეობაში 9 თებერვალს, ერევნის დროით 15:00 საათზე დაიწყება და 25 თებერვლამდე, სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში გაიმართება.

Leave a Reply