მხითარიანი: მთელ მსოფლიოს დავანახეთ ხალხს რა შეუძლია

ლონდონის “არსენალის” და სომხეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი სომხეთში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“განსაკუთრებულ ბედნიერებას ვგრძნობ ჩემი ხალხის გამარჯვებით. სრულიად სომხეთის მასშტაბით რამდენი კვირის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიანი და დემოკრატიული მოძრაობის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ მთელ მსოფლიოს აჩვენა ხალხის ერთიან ძალას რა შეუძლია. მსურს, რომ სომხეთი ის ადგილი გახდეს, სადაც ყოველ მოქალაქეს საკუთარი მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება ექნება,” – წერს ფეხბურთელი.

Leave a Reply