სომხეთის ქალაქ აბოვიანში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

16 ოქტომბერს, დაახლოებით, საღამოს 7 საათზე, სომხეთის კოტაიქის რაიონის ქალაქ აბოვიანში ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა 60 მცხოვრების ევაკუაცია შეძლეს. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანი მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად, ხანძრი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ერთი და დაზიანდა 7 ბინა.