ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ეწვია​.

ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაემგზავრა, სადაც 11:00 საათზე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფაშინიანი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება.

Leave a Reply