3718 დაინფიცირებული და 48 გარდაცვლილი – სომხეთის ბოლო მონაცემები

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 3718-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ერთი პირი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 48 შეადგინა.

ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2149-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1500 პაციენტი.