ყურადღება, ხალიჩების გარეცხვისთვის შეიძლება დაჯარიმდეთ!

დაუშვებელია სასმელი წყლის გამოყენება მანქანის ან ხალიჩის რეცხვისთვის. სასმელი წყლის ზედმეტად გამოყენების შემთხვევაში ახალქალაქის წყალმომარაგეობის გაერთიანებულმა სერვის ცენტრმა შეიძლება დაგაჯარიმოთ.
ახალქალაქის სოფლებში უწყლობა ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ზაფხულში წყლის რაოდენობა მცირდება, რასაც უნალექო ამინდიც უწყობს ხელს.თუმცა, მოსახლეობა არ არის დარწმუნებული, რომ უწყლობის მიზეზი ხალიჩების და მანქანების რეცხვაა.
ახალქალაქის წყალმომარაგების გაერთიანებული სერვის ცენტრი აცხადებს, რომ მოსახლეობამ სასმელი წყალი მხოლოდ საკვები დანიშნულებით უნდა გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში – დაჯარიმდებიან.

jnews.ge

Осторожно: за мойку ковров могут оштрафовать

Leave a Reply