კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა სომხეთში

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოავლინეს და ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 18 033 გახდა.

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსით 9 ადამიანი დაიღუპა. ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 302 -ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში დღემდე „კოვიდ 19“-სგან 6 814 პაციენტი განიკურნა.