დაძაბული ვითარება მთიან ყარაბაღში

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  24 დარღვევა  და სომხური ქვედანაყოფების მიმართულებით   130  გასროლა. დაძაბული ვითარება მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის საზღვარზე.

28 ივლისს  გამთენიისას სომხური მხარის მტკიცებით,  მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ   ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმება  დაირღვა  24-ჯერ.  სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან  სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით  განხორციელებულ იქნა 130 გასროლა. საზღვრის ჩრდილოეთით აზერბაიჯანის მხარემ  გამოიყენა  ნაღმტყორცნი  ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს   მთიანი  ყარაბაღის თავდაცვის  სამინისტროს პრესს სამსახური.

მთიანი ყარაბაღის ჯარის  ქვედანაყოფები  სრულყოფილად  აკონტროლებენ  ფრონტის ხაზს  და აგრძელებენ  სამხედრო დავალებების დამაჯერებლად შესრულებას, ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: panorama.am

 

Leave a Reply