სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეუთოს წარმომადგენელს უმასპინძლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეუთოს მოქმედი პრეზიდენტის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს პაოლო სევერინოს უმასპინძლა.

შეხვედრის დროს ფაშინინმა ხაზი გაუსვა ეუთოსთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების აუცილებლობას, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფაშინიანმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მანვე განმარტა, რომ სომხეთისთვის აუცილებელია გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ სფეროში მათგან შესაძლო მხარდაჭერა.

პაოლო სევორინი მიესალმა სომხეთის მთავრობის მიერ კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე სამუშაოები შედეგის მომტანი იქნება. მან აღნიშნა, რომ ეუთო მზადაა აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთან ანტიკორუფციულ სფეროში რეფორმების გატარების მიზნით.

Leave a Reply