Latest posts by Aliq Media (see all)
არცახის (ყარაბაღი) მეგობრებმა ევროპარლამენტში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ საკონსტიტუციო რეფერედნტუმთან დაკავშირებით. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.
“20 თებერვალს არცახის მოსახლეობამ ხმა მისცა კონსტიტუციის პროექტს, რომელიც ხელისუფლებამ განხილვისთვის წარადგინა.
ამომრჩეველთა 76%-ის აქტივობა ადასტურებს, რომ ამომრჩევლებს სურთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიის ჩამოყალიბებაში.
ხმის მიცემა მოხდა იმ კამპანიის შემდეგ, რომლის დროსაც ორივე ბანაკმა თავიანთი მოსაზრებები და მოლოდინი თავისუფლად გამოთქვა.
კონსტიტუციის მომხრეებმა და ოპონენტებმა თავიანთი საპირისპირო პოზიციები დააფიქსირეს საპარლამენტო და საზოგადოებრივ დებატებში.
არცახელებმა “კი” უთხრეს ახალ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის ინსტიტუციურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის მომასწავებელია.
იგი ასევე ნათლად გვიჩვენებს, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მხარს უჭერს და იცავს კანონის უზენაესობას და ხალხის თავისუფლებას.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისთვის.
საერთაშორისო საზოგადოებამ იგნორირება არ უნდა გაუკეთოს ხალხს, მოსახლეობას, ერს, რომელსაც სჯერა თავისი სახელმწიფოსი და ყველანაირად ცდილობს დახვეწოს რესპუბლიკური ინსტიტუტები. ეს ხალხი არსებობს, ეს ამომრჩევლები არსებობენ. მათი ქვეყნის, საერთაშორისოდ არ აღიარების ფაქტმა, მათ არსებობას არ შეუშალა ხელი. არცახის მოსახლეობა, ხალხი, რომელიც აგრესიული მეზობლის მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება, კვლავაც წინ აღუდგება მსოფლიოს მიერ მათი ქვეყნის არ აღიარების ფაქტს.
ევროპარლამენტის წევრები:
ფრანკ ენგელი, ელენი ტეჩაროსი, ჯარომირ სტეტინა”რეი
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველო არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობას, შესაბამისად არ აღიარებს 2017 წლის 20 თებერვალს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს და/ან მის შედეგებს”.