Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის რაიონის სოფელ ბალხოს სკოლას კიდევ ორი ახალი საკლასო ოთახი ექნება, თუმცა სკოლის დირექტორი აშოტ კირაკოსიანი უარს აცხადებს პასუხი გასცეს შეკითხვებს, რომლებიც მშენებლობის პროცესს და ზოგადად, სკოლას ეხება. მან პასუხებისთვის წერილობითი ნებართვა მოითხოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოფელ ბალხოში არსებულ საშუალო სკოლაში ახალ საკლასო ოთახებს აშენებს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს სკოლაში მხოლოდ დღის ცვლაში იარონ. Jnews- მა გადაწყვიტა სამშენებლო პროცესს გაცნობოდა, მაგრამ კირაკოსიანმა შეკითხვებს არ უპასუხა იმ მოტივით, რომ ამისთვის სამინისტროდან წერილობითი ნებართვა არის საჭირო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ინტერვიუსთვის წერილობითი ნებართვა არ არის საჭირო. მათი თქმით, ჟურნალისტებს შეუძლიათ სკოლაში მისვლა და პერსონალისთვის კითხვების დასმა, თუ ეს ხელს არ უშლის საგანმანათლებლო პროცესს.
ბალხოს საშუალო სკოლის ცხრა კლასში 60 მოსწავლე სწავლობს. ვინაიდან სკოლას მხოლოდ 7 საკლასო ოთახი აქვს, მოსწავლეები სკოლაში ორ ცვლაში, დილით და საღამოს, დადიან. სკოლის დასრულების შემდეგ ბალხოს ახალგაზრდები სწავლას მეზობელ სოფელ ბუღაშენში აგრძელებენ.