ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა

ალიევი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. შეხვედრა ტაჯიკეთის დედაქალაქში, დუშანბეში CIS (Commonwealth of Independent States) -ის სამიტის ფარგლებში შედგა.

ფაშიანიანის თქმით, ალიევთან რეგულარული კონტაქტების შესახებ შეთანხმებაც შედგა, თუმცა სომხეთის პრემიერი ამბობს:“არ ვარ დარწმუნებული, რომ შეთანხმებები შესრულდება”.

სომხეთის პრემიერის ინფორმაციით, ის აპირებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე ეუთოს (OSCE) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ორი მხარის რეგულარული კონტაქტების შესახებ მიღწეული შეთანხმების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს.

“ჯერ არ არის ნათელი, ტექნიკურად როგორ განხორციელდება ეს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები განწყობილი არიან შეთანხმებები 100%-ით დაიცვან და ვიმედოვნებ, აზერბაიჯანის შეიაღარებული ძალები ასევე არიან განწყობილები. განვიხილეთ სტეპანაკერტის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებაც. რა თქმა უნდა, ჩვენი შეხედულებები განსხვავდება. მე დავურეკე არწახის  (მთიანი-ყარაბაღი) პრეზიდენტს ბაკო სააკიანს და მიღწეული შეთანხმებების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე”.

ფაშინიანმა მედიასთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ალიევმა განათლებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა: “მან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ გვქონდა ნორმალური, ცივილური საუბარი. მასზე, როგორც განათლებულ ადამიანზე შთაბეჭდილება შემექმნა”.

Փաշինյան-Ալիև առաջին երկխոսությունը

Փաշինյան-Ալիև առաջին կարճ երկխոսությունը

Posted by Ազատություն ռադիոկայան on Friday, September 28, 2018