ქალთა მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა საქართველოში

საქართველოში სიძულვილის ენა სოციოკულტურულად მრავალმხრივი და ღრმად ფესვგადგმული პრობლემაა. თუმცა, როდესაც სიძულვილის ენა მიმართულია ქალებისკენ — განსაკუთრებით იმ ქალებისკენ, რომლებიც არღვევენ ტრადიციული სქესობრივი როლების საზღვრებს და ჩნდებიან საჯარო სივრცეში, პრობლემა კიდევ უფრო რთულდება. ისინი არა მხოლოდ კრიტიკის სამიზნეები ხდებიან, არამედ მათ მიმართ მიმართული ენა ხშირად მოიცავს დამამცირებელ და მორალურად გამანადგურებელ ელემენტებს.

სტატიაში განვიხილავთ, რას ნიშნავს სიძულვილის ენა ყოველდღიურ კონტექსტში, შევეხებით რამდენიმე მნიშვნელოვან მაგალითს ქართულ საზოგადოებაში და ვეცდებით გაანალიზებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება ამ ფენომენზე. ამასთანავე, მოვავლებთ თვალს კულტურულ, მედიასივრცის, პოლიტიკური და სოციალური განზომილების ურთიერთქმედებას, რომლებიც განსაზღვრავენ იმ გარემოს, რომელშიც ქალები ცხოვრობენ, საუბრობენ და იბრძვიან თანასწორობისთვის.

სიძულვილის ენა მხოლოდ კონკრეტული სიტყვების ნაკრები არ არის. ის არის სისტემური ძალადობის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდის, ჯგუფის ან იდენტობის მარგინალიზაციას. როდესაც ქალი გამოდის საჯარო სივრცეში — იქნება ეს პოლიტიკა, აქტივიზმი, მედია, ხელოვნება, აკადემიური გარემო თუ ბიზნესი — ის ხშირად აწყდება არა არგუმენტირებულ კრიტიკას, არამედ დამცირებას, რომელიც სქესობრივადაა გაჟღენთილი.

სიძულვილის ენის მეშვეობით ქალს არა მხოლოდ მისი აზრის გამოხატვის უფლება ეზღუდება, არამედ საზოგადოების თვალში იკარგება მისი პროფესიონალიზმის, კომპეტენციისა და სანდოობის საფუძველი.

ქალთა წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს მეხუთე პრეზინდენტი სალომე ზურაბიშვილი. სიძულვილის ენა ზურაბიშვილის მიმართ გამოვლინდა სხვადსახვა ფორმით, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში და  მედიაში. 

2018 წლის საპრეზიდენტო არცევნების პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის ვიდეოებზე გამოქვეყნებული კომენტარების 30.6% შეიცავდა სიძულვილის ენას. სალომე ზურაბიშვილის რეაქცია სუძულვილის ენაზე იყო როგორც პირადი, ასევე საჯარო და პოლიტიკურად მოტივირებული. ზურაბუშვილმა არაერთხელ მიუთითა, რომ სიძულვილის ენა და აგრესია ქმნის დამანგრეველ საზოგადოებრივ კლიმატს. 

“დღეს ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენა, აგრესია, შეურაცხყოფა გახდა ჩვეულებრივი ამბავი. ის ანგრევს იმ ღირებულებებს, რაც გვქონდა”,- აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი,თავისთავად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების ნაწილის მოლოდინებს. ამის გარდა, ზურაბიშვილი საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი, მას აქვს ფრანგული აქცენტი, რის გამოც მას აკრიტიკებდნენ. მას ხშირად უწოდებდნენ „აქცენტიანი პრეზიდენტს“

კრიტიკა, რომელიც მის მიმართ მიმართულია, ხშირად სცილდება პოლიტიკურ არგუმენტაციას და გადასული სქესობრივ-სიძულვილით გამდიდრებულ კრიტიკაზე.

ზურაბიშვილის მიმართ ასევე გამოყენებული იყო ისეთი დამამცირებელი სიტყვები, როგორებიცაა:

  • „ფრანგული აქცენტით ქართულს აყალბებს“
  • „ქალი რო გყავდეს პრეზიდენტად, რას ელოდები?!“
  • „ზურაბიშვილს მარტო გარეგნობა აქვს, ტვინი არ გააჩნია“

ეს ფორმულირებები სიღრმისეულად აჩვენებს, როგორ ენიჭება ქალის პრესტიჟულ პოზიციას ნაკლები ღირებულება სქესის, წარმოშობისა და ენის გამო. ხშირად მისი პიროვნული თვისებები გამორიცხულია პოლიტიკურად კონსტრუქციული დიალოგიდან.

მედიაში და ტელეგადაცემებში ხშირია ასევე არაპირდაპირი დაცინვა, სადაც ზურაბიშვილის წარმოთქმულ ფრაზებზე აკეთებენ შერჩევით მონტაჟს, რაც უფრო იწვევს დაცინვას, ვიდრე დისკუსიას. მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ მის იმიჯს აზიანებს, არამედ აწესებს პრეცედენტს — რომ სხვა ქალებიც დაინახავენ: საჯარო სივრცეში შემოსვლა დაკავშირებულია პერმანენტულ დამცირებასთან.

სიძულვილის ენის შემდეგი თვალსაჩინო მაგალითია თამარ ჩუგოშვილი, ვინც საზოგადოებაში ცნობილია ასევე როგორც „წესების დამრღვევი ქალი“. 

თამარ ჩუგოშვილი, როგორც აქტიური პარლამენტარი და ქალთა უფლებების მხარდამჭერია. მის მიმართ სიძულვილის გამოყენების მთავარი მიზეზი იყო მისი გენდერული იდენტობა და საჯარო სივრცეში აქტიური მონაწილეობა, რაც ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ გენდერულ სტერეოტიპებს.

მის მისმათ სიძულვილის ენა გამოყენებული იყო განსაკუთრებით 2016-2019 წლებში, როცა ის აქტიურად მონაწილეობდა პარლამეტის საქმიანობაში როგორც ვიცე სპიკერი და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე.  

ჩუგოშვილი აქტიურად მხარს უჭერდა სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას პარლამეტში, რაც მიზნად ისახავდა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. ეს ინიციავივა წინააღმდეგობას წააწყდა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ფემინისტურ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.  

სოციალურ ქსელებში მის მიმართ იყენებდნენ ისეთ წინადადებებს, როგორებიცაა:

  • „ფემინისტკა ქალები ოჯახს ანგრევენ“,
  • „არც ქალია და არც პოლიტიკოსი“ და ასე შემდეგ.

ეს ენა ქმნის ნარატივს, რომ ქალი, რომელიც პოლიტიკურ დონეზე პოზიციას იკავებს და თან იცავს ქალთა უფლებებს, „დამანგრეველია“. საზოგადოებრივი მორალი მის წინააღმდეგ რეაქციულ თავდასხმად იქცევა. ის ფაქტი, რომ მისი საჯარო პოზიციები — როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტების მხარდაჭერა — ხშირად გადაჰყავდათ პერსონალიზებულ შეფასებებში, მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად რთულია ქალისთვის პროფესიონალური ავტორიტეტი მოიპოვოს.

სიძულვილის ენის მსხვერპი არაერთხელ გამხდარა ნინო ლომჯარიაც-ომბუდსმენი „მაშინ, როცა ქვეყანა საჭიროებს კაცურ ხმას“.

ნინო ლომჯარია რომელიც 2017-2022 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობას იკავებდა, თავდასხმების სამიზნე ხშირად ხდებოდა. მისი აქტური როლი ადამიანის უფლებების დაცვისა და კრიტიკული განცხადებების გაკეთებაში ხშირად იწვევდა აგრესიულ რეაქციებს საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან. ლომჯარია ხშირად ხდებოდა სიძულვილის ენის სამიზნე სოცილურ მედიაში, სადაც მას სექსისტური და შეურაცმყოფებელი კომენტარებით აკრიტიკებდნენ. 

მის მიმართ იყენებდნენ ისეთ კომენტარებს, როგორებიც იყო:

  • „ქალმა რო დაიწყო ლგბტ ადამიანების დაცვა, რა გასაკვირია?“
  • „ოჯახის მტერი და ეროვნული ღირებულებების დამანგრეველი“.

მედიის განვთარების ფონდის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც გენდერული დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის მონიტორინგს ეხება, ნინო ლომჯარია მოხსენებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქალთა შორის, რომლებიც საჯარო სივრცეში აქტიურად მონაწილეობენ. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლომჯარიას მიმართ ხშირად გამოიყენება მორალური დისკრედიტაციის ენები. რაც მიზნად ისახავს მისი პროფესიული კომპეტენციის და ავტორიტეტის შერყევას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ლომჯარიას მიმართ გავრცელებული იყო დეზინფორმაციული მასალები, რემლებიც მიზნად ისახავდნენ მისი რეპუტაციის შელახვას და საზოგადეობრივი ნდობის შემცირებას. 

სასამართლო პროცესებზე მისი პოზიციის გამოხატვა უკავშირდებოდა სქესობრივ იდენტობასა და მის პირად ცხოვრებაზე ჭორების გავრცელებას.

სიძულვილის ენის თვალსაჩინო მაგალითი ასევე იყო საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

სიძულვილის ენის პოლიტიკური იარაღად გამოყენების შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა 2018 წლის ბოლოდან, როდესაც ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა და დაიწყო მწვავე კრიტიკა პარტიის შიგნით არსებული პროცესების მიმართ. 2019 წელს მმართველი პარტიის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელია საჯაროდ “ვირთხად” მოიხსენია და ამტკიცებდა, რომ იგი პარტიის შიდა ინფორმაციას ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს აწვდიდა. განცხადებები სექსისტური და დისკრედიტაციული ელემენტებით იყო გამორჩეული.

ბესელიას ბრალად სდებდნენ პოლიტიკურ გარიგებებს და ფინანსურ ინტერესებში ჩართვას, რაც ხშირად არ იყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული.

ეკა ბესელიამ ზარდიაშვილის განცხადებები პარლამენტის ეთიკის საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა საქმეს რეალური სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

2019 წლის იანვარში ეკა ბესელიამ საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, სადაც ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ მორალურ ტერორზე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებაზე. მან აღნიშნა, რომ ეს ქმედებები მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას და პოლიტიკიდან ჩამოშორებას. 

ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე საზოგადოება. საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ფემინისტური და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ქმნიან სივრცეს, სადაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ მსჯელობით, არამედ კამპანიების და აქტივიზმის გზით მიმდინარეობს. მაგალითად:

  • პეტიციები მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც ავრცელებენ სექსისტურ კონტენტს
  • საგანმანათლებლო პლატფორმები, რომლებიც ასწავლიან კრიტიკულ აზროვნებას და ანალიზს

საზოგადოების დიდი ნაწილი (პასიური და ტრადიციული საზოგადოება) კვლავ სკეპტიკურად უყურებს ამ დისკურსს, მიიჩნევს, რომ „ქალი რომ პოლიტიკაში მიდის, უკვე მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის“. ეს თავისთავად ამართლებს ძალადობას.

ქალი პოლიტიკოსების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება საქართველოში საზოგადოებრივ და ინსტიტუციურ რეაგირებას იწვევს. ეს რეაქციები ხშირად მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადებებს, მედიის გაშუქებას და ზოგჯერ პოლიტიკური პარტიების შიდა რეაგირებას. 

არასამთავრობო ორგანოზაციები, როგორიცაა მედიის განვითარების ფონდი, (MDF), სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) და ფემინისტური ჯგუფები რეგულარულად აწარმოებენ მონიტორინგს, აქვეყნებენ ანგარიშებს და საჯაროდ გმობენ ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმას. ისინი ხშირად გამოდიან მოწოდებით, რომ პარლამენტმა, მედია პლატფორმებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავონ და დაგმონ სიძულვილის ენა. ასეთი შინაარსისა მაგალითად MDF-ის ანგარიში, სადაც ხაზგასმულია, რომ სექსისტური სიძულვილის ენაის ძირითად მსხვერპლებში არიან ქალი პოლიტიკოსები. ასევე CRRC-Georgia-მ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს ქალ პოლიტიკოსებზე ძალადობის შემთხვევებს საქართველოში. ანგარიშში განხილულია სექსისტური ენის გამოყენება, მუქარები და დისკრიმინაციული ქმედებები, რომლების მიზნად ისახავს ქალების პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მონიტორინგის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში (2023 წელს) გამოვლინდა თითქმის 3 000 სექსისტური შინაარსის განცხადება ან პოსტი, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ტრადიციული მედია (1 805 შემთხვევა) მოიცავდა, ხოლო დანარჩენს – სოციალური ქსელები (1 150 შემთხვევა)კვლევებმა აჩვენა, რომ სექსისტური სიძულვილის ენის შემცველი მასალების უმეტესობა პოლიტიკურ თემატიკას უკავშირდება და სწორედ პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიური ქალები იყვნენ მთავარი სამიზნე. კერძოდ, ყველაზე ხშირად უტევდნენ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (321 შემთხვევა) და ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს (450 შემთხვევა), ასევე ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. ამგვარად, ქალები, რომლებიც საჯარო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ, განსაკუთრებული სიძულვილის ტალღის წინაშე დგანან. ხშირად ასეთი შეტევები ემთხვევა სხვა მძულვარებით გამსჭვალულ კამპანიებს – სექსისტური რიტორიკა ხშირად თანამიმდევრულია ჰომოფობიურ კონტექსტთანაც, რაც მიუთითებს, რომ ანტილიბერალური დისკურსი კომპლექსურ რეჟიმში თავდასხმის რამდენიმე ნიადაგს იყენებს.

მონაცემები მიუთითებს, რომ სიძულვილის ენას აქტიურად იყენებენ როგორც ონლაინ პლატფორმებზე, ისე ტრადიციულ მედიაში. 2024 წლის დასაწყისში ჩატარებულმა ანალიზმა. ცხადყო, რომ სოციალურ ქსელებში მოქმედი მავნე აქტორები მასობრივად უტევენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულ ქალებს. ასეთი ონლაინ კამპანიები ავრცელებს სექსისტურ შეტყობინებებს, მიზოგინიურ მემებს და მონტაჟირებულ ვიდეოებს, რომელთაც მიზანში ამოღებული ქალების გარეგნობის და გონებრივი უნარის დამცირება, ხოლო მათი პირადი ცხოვრების ამორალურად წარმოჩენა ახასიათებთ. მაგალითად, სოციალურ ქსელებში იდენტური შინაარსის ვირუსული მასალა ხშირად ერთდროულად ვრცელდება რამდენიმე პლატფორმაზე (ფეისბუქი, ტიკტოკი) ანონიმური ანგარიშების მეშვეობით, რაც მიანიშნებს კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიების არსებობაზე. ამავე დროს, სიძულვილის ენით გაჯერებული გზავნილები ეფუძნება საზოგადოების ნაწილში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და მცდარ ნორმებს, რითაც მათზე თამაშობს და არსებულ პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.

სახელმწიფო ინსტიტუტები ცალკეულ ეპიზოდებზე რეაგირებას ცდილობენ, მაგრამ ზოგადი ტენდენცია მიუთითებს არასაკმარის ძალისხმევაზე. საქართველოს პარლამენტში თავადვე იჩენს თავს სექსისტური რიტორიკა, რაც პრობლემას სისტემურ ხასიათს სძენს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ქალი დეპუტატების მიმართ დამამცირებელი, გენდერის ნიშნით შეურაცხმყოფელი გამოსვლები. 2023 წელს, მაგალითად, ზოგიერთი პარლამენტარის მხრიდან ქალი კოლეგების წინააღმდეგ საჯაროდ გაისმა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, დაიშვა ფიზიკური ძალადობაც და სექსუალური შევიწროების ნიშნებიც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიხედვით,  ამაზე ფაქტობრივად არავის დაკისრებია პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დეპუტატთა ეთიკის კოდექსი კრძალავს სექსისტური და დისკრიმინაციული გამონათქვამებით გამოსვლას, რეალურად ამ წესის განმახორციელებელი მექანიზმები არაეფექტური აღმოჩნდა – ეთიკის საბჭო ფორმალურად არსებობს, მაგრამ მოქმედი ბერკეტები ფაქტობრივად არ აქვს. შედეგად, პარლამენტარები, რომლებსაც უნდა შეექმნათ ქალთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკა, ხშირად თავადვე არღვევენ ამ პრინციპებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიხედვით, სახელისუფლებო წრეებიდან სიძულვილის ენაზე საჯარო დაგმობა იშვიათად ისმის. პირიქით, ზოგჯერ მაღალჩინოსნების განცხადებები თავად შეიცავს სექსისტურ ქვეტექსტებს, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს გარემოება ხაზს უსვამს ურეაქციობის ნეგატიურ ეფექტს: როდესაც მაგალითს თავად ხელისუფლების წარმომადგენლები იძლევიან სიძულვილის ენის გამოყენებით, ხდება ასეთი ქცევის ნორმალიზება, და საზოგადოებაში იკლებს განცდა, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია. სწორედ ასე იზრდება რისკი, რომ სიტყვიერი აგრესია საბოლოოდ გადაიზრდება ფიზიკურ ძალადობაშიც, ვინაიდან უმოქმედობა აგრესორებს გამხნევებას აძლევს.

მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებიც. საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად აფიქსირებს პოზიციას სიძულვილის ენის შემთხვევებზე და მოუწოდებს ხელისუფლებას პრინციპული რეაგირებისკენ. საქართველო ასევე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესშია: ევროპის საბჭოსა და გაეროს შესაბამისი რეკომენდაციები სთოხამენ, რომ ქვეყანა უფრო მოქნილად გაუმკლავდეს სიძულვილის დანაშაულებს. 2019 წლიდან ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა სექსუალური შევიწროება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ; თუმცა, სიძულვილის ენის მხრივ სამართლებრივი ჩარჩო ჯერ კიდევ არასრულია. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოიძიოს ბალანსი სიტყვის თავისუფლების პატივისცემასა და საზოგადოებაში სიძულვილის პრევენციას შორის – ეს საკითხი ამჟამად უცვლელად დგას დღის წესრიგში.

სიძულვილის ენა ქალების მიმართ — განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი გამოდიან საზოგადოებრივ წინა ხაზზე არ წარმოადგენს მხოლოდ კომუნიკაციის უხეშ ფორმას — ის არის ღრმად ფესვგადგმული სოციოკულტურული ძალადობის ინსტრუმენტი, რომელიც ემყარება სქესობრივ სტერეოტიპებს და მიზნად ისახავს ქალების მარგინალიზაციას, დისკრედიტაციასა და საჯარო სივრციდან განდევნას. კონკრეტული შემთხვევები, ნათლად აჩვენებს, რომ ქალები, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ გენდერულ ნორმებს და ჩნდებიან პოლიტიკაში ან აქტიურ საჯარო როლში, ხშირად ხდებიან მიზანმიმართული აგრესიის ობიექტები — არა მათი საქმიანობის, არამედ მათი სქესის, წარმოშობისა და შეხედულებების გამო. აქტიურ ქალებზე მიმართული სიძულვილის ენა მრავალმხრივ საფრთხეს წარმოადგენს. ერთი მხრივ, ის არღვევს თავად ამ ქალების ღირსებასა და უსაფრთხოების შეგრძნებას; მეორე მხრივ, აშკარა რისკია, რომ მსგავსი ტოქსიკური გარემო შეამცირებს ქალების მონაწილეობას საჯარო ცხოვრებაში. როდესაც ქალი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ უფლებადამცველი დღეში მრავალ შეურაცხმყოფელ კომენტარს იღებს სოციალურ ქსელში ან ტელეეთერიდან, რა თქმა უნდა იზრდება მათი თვითცენზურისა და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამოთიშვის ალბათობა. ამით ზიანდება დემოკრატიული პროცესიც – “რჩევები, გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომელსაც ქალები შემოიტანდნენ პოლიტიკასა თუ მედია დისკურსში, საზოგადოების ნაწილმა შეიძლება ვეღარ მიიღოს მხოლოდ იმიტომ, რომ სიძულვილის ტალღამ ისინი უკან დახევისკენ უბიძგა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ლექსიკის ნორმალიზება პირდაპირ უწყობს ხელს ქალთა მიმართ ძალადობის ზრდას”, ვინაიდან დაუსჯელობა და საჯარო ლეგიტიმაცია აგრესორებს უფრო მეტად ახალისებს.

მიუხედავად ამისა, ფემინისტური მოძრაობები, სამოქალაქო სექტორი და პროგრესულად მოაზროვნე ჯგუფები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ ნეგატიური პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევა, რათა შეიქმნას თანასწორი და უსაფრთხო გარემო, სადაც ქალი პოლიტიკოსები და ლიდერები შეძლებენ საკუთარი პროფესიული პოტენციალის რეალიზებას ძალადობის შიშის გარეშე.

  1. სიძულვილის ენა და არმენოფობია ქართულ პოლიტიკაში
  2. სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება– შედარებითი ანალიზი: დასავლეთი და საქართველო