Latest posts by Aliq Media (see all)
ნინოწმინდის რაიონის ახალშობილთათვის გამოყოფილი სოციალური დახმარების თანხები შემცირდა. ახალშობილთა მშობლები ჩივიან, რომ მათ სოციალურ დახმარებას არ უხდიან, გამგეობიდან კი ამბობენ, რომ დახმარებას მიიღებს ყველა.
ნინოწმინდის გამგეობის სოციალურ სამსახურში პირველი დეკემბრის მონაცემებით სოციალური დახმარების 37 განცხადებაა, რომლისთვისაც გადახდა არაა განხორციელებული. მაგრამ სამსახურის ხელმძღვანელის არაგეღეციკ სანოსიანის განცხადებით, არავინ დარჩება დახმარების გარეშე.
ბიუჯეტმა სოციალური დახმარებისთვის წელს გამოყო 120 000 ლარი. ამ თანხით შესაძლებელი გახდა მხოლოდ 303 ახალშობილისთვის ეზრუნათ.
„ჩვენ ვმუშაობთ ყველასთვის სოციალურად უზრუნველყოფის მიზნით. ეს ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ გამგებელთან ერთად ვცდილობთ თანხები მოვიძიოთ და წლის ბოლომდე გადავუხადოთ ნინოწმინდელ ოჯახებს“, – განაცხადა არაგეღეციკ სანოსიანმა jnews.ge-თან საუბარში.
2015 წელს ნოინოწმინდის სოციალური დახმარების საერთო თანხა წარმოადგენდა ასევე 20 000 ლარს. შარშან დაიბადა 376 ახალშობილი, მათგან ყველამ მიიღო ერთჯერადი დახმარება. 2015 წლისგან განსხვავებით, როდესაც ყველა ოჯახმა მიიღო 300-300 ლარი, 2016 წელს პირველ და მეორე ბავშვებზე გაიცა 300, ხოლო მე-3 და მე-4 ბავშვზე გაიცა 400 ლარი.