აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 2018 წლის 11 აპრილს დანიშვნის შესახებ.
5 თებერვალს გამოცემული განკარგულებით, ალიევმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალა რიგგარეშე არჩევნების ორგანიზება და ჩატარება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ილჰამ ალიევის განკარგულებაში არ არის მითითებული არჩევნების ნახევარი წლით ადრე ჩატარების მიზეზი. აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ალი ახმედოვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს ილჰამ ალიევს. აზერბაიჯანის პრეზიდენტად ილჰამ ალიევი პირველად აირჩიეს 2003 წელს, შემდეგ 2008 და 2013 წლებში. 2016 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაზარდა ხუთიდან შვიდ წლამდე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021