ახალქალაქის მომავლისთვის

10 ივლისს, ორგანიზაცია UNDP-ს (გაეროს განვითარების პროგრამა) და FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) წარმომადგენლები რეგიონის პრობლემებს ეცნობოდნენ. ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა მომავალში დასაფინანასბელი პროექტებიდან პრიორიტეტეული საკითხების გამოყოფას.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ახალქალქის მუნიციპალიტეტის LAG-ის ( ადგილობრივი განვითარების ჯგუფები) წევრებთან , რაც მიზნად ისახავდა, საერთო განხილვების შედეგად იმ პრობლემების აღმოაჩენას, რომლებისთვისაც მომავალში დაფინანასება უნდა გამოიძებნოს. აღნიშნული ორგანიზაციები ვიზიტს ახორციელებენ იმ რეგინებში სადაც მოქმედებს LAG-ი. მათ LAG-ის წევრებთან განიხილეს სხვადასხვა სფეროებში არსებული პრობლემური სკითხები: განათლება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რძის პროდუქტების წარმოება, მეცხოველეობა, ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები, იმიგრაცია და სხვა…

„ჩვენ გვსურს გავიგოთ, რომელ მიმართულებებს ესაჭიროებათ მხარდაჭერა“ – ამბობს UNDP-ის მრჩეველი, ლალი ღოღობერიძე.

jnews.ge

Leave a Reply