ახალქალაქში საგანმანათლებლო ვედეოების გამოფენა გაიმართება

17 ივლისს, 13:00 საათზე ახალქალაქში, სასტუმრო “Grand Mur” – ში შედგება ვიდეო – ნამუშევრების გამოფენა – „ჯავახეთის პორტრეტი“, რომელიც მომზადებულია “Multimedia Skills For the Ethnic Communities” ტრინინგის მონაწილეების მიერ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით 2016 წლის ნოემბრიდან GIPA – სხვადასხვა მიმართულებებით ტრენინგებს ატარებს.

ამ ტრენინგის 40-ზე მეტი მონაწილე ახალაქალაქიდან, ნინოწმინდადან და ახლომდებარე სოფლებიდან, ჯგუფურ კონკურს-გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პროფესიონალური ჟიური შეაფასებს. ხოლო საუკეთესო ვიდეომასალის ავტორი სერტიფიკატს, საჩუქარს და ჯილდოს მიიღებს.

ამ პროექტის მიზანი არის რეგიონის ახალგაზრდობას ის ცოდნა და უნარჩვევები შესძინოს, რაც აუცილებელია ნებისმიერ სამსახურში წარმატების მისაღწევად. ასევე იმისთვის, რომ ტრენინგის მონაწილე გახდეს აქტიური მოქალაქე თავისი რეგიონისთვის, ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის.

Leave a Reply