ამერიკული პრესა ფილმის The Promise შესახებ

ამერიკული გამოცემა The Huffington Post ჟურნალისტი იასამის ბეითოლლაჰინი,ჰოლივუდის ოსკაროსანი რეჟისორის, თერი ჯორჯის მიერ სომხეთა გენოციდის შესახებ გადაღებულ ფილმზე The Promise წერს:

“ გადამღებმა ჯგუფმა, გენოციდის მძიმე თემის პარალელურად, სასიყვარულო სამკუთხედისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გაჯერებული დინამიური ფილმი შექმნა“.

სტატიის ავტორი აღნიშნვს, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ მილიონნახევარი სომეხის მასობრივი ჟლეტის შესახებ გადაღებული ეს ფილმი, ყველა დროის ძვირადღირებული ფილმების სიაში შევიდა. მისი ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ბევრი სომხისთვის გენოციდის უარყოფის 102-წლიანი კამპანია ძალზე მძიმე ტვირთია, რადგან იმ ბარბაროსობისგან თავის დროზე მათი წინაპრები დაზარალდნენ“-აღნიშნავს ავტორი.

ავტორს მოჰყავს ფილმის პროდიუსერთაგან ერთ-ერთის, ერიკ ესრაილიანის სიტყვები, რომლის თანახმად: სომხებს ყოველთვის სურდათ, მაღალი დონის ერთი ფილმი გადაეღოთ, რომელიც მსოფლიოსთვის მათი ისტორიის ფანაჯარას შეაღებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებობს ბევრად მნიშვნელოვანი ფილმები, ვიდრე The Promise, მისი ნახვა ღირს უნაკლო სცენარის, ბრწყინვალე სამსახიობო თამაშისა და იმ მესიჯის მისაღებად, რომ სიყვარულს შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს, სასტიკი ბარბაროსობის დოსაც კი. გარდა ამისა, ფილმს შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს უბიძგოს, ხმა აიმაღლონ გენოციდის წინააღმდეგ და ამ მოვლენის აღმოსაფხვრელად ერთობლივი ძალისხმევა გამოიჩინონ“-წერს იასამის ბეითოლლაჰინი.

Leave a Reply