ერევანი-თბილისი-ერევანი სამგზავრო მატარებელმა მუშაობა განაახლა

2 ოქტომბრიდან, ერევანი-თბილისი-ერევანი სამგზავრო მატარებელმა მუშაობა განაახლა.

ერევნიდან თბილისში მატარებელი თვის ლუწ რიცხვებში 21:30 საათზე, ხოლო თბილისიდან ერევანში თვის კენტ რიცხვებში 20:20 საათზე მიემგზავრება.

მგზავრობის დრო 10 საათსა და 20 წუთს შეადგენს.

ბილეთები ფასი საერთო ვაგონში დაახლოებით 45 ლარია, ხოლო ერთადგილიანი კუპე 100 ლარამდე ღირს.

Leave a Reply