Freedom House – “სომხეთი ისევ ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის სახელმწიფოა“

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House, „გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების“ ყოველწლიური, რიგით 22-ე ანგარიში გამოაქვეყნა  .

ანგარიშში წარმოდგენილი  29 ქვეყნიდან ნახევარში,  დემოკრატიის კუთხით,  უკუსვლა დაფიქსირდა.

კვლევის თანახმად, სომხეთი ისევ ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის სახელმწიფოა. დემოკრატიული და არადემოკრატიული სისტემის სხვაობა არის, არჩევნების გზით მმართველობის შეცვლის შესაძლებლობა.

„სომხეთი, ყირგიზეთის მსგავსად, ბოლო 2 წლის განმავლობაში საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის ტიპზე გადადის. ეს არის მცდელობა, უფრო  რთული გახდეს პოლიტიკური ცვლილების შესაძლებლობა“– ნათქვამია ანგარიშში.

ორივე პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი და ასლამბეკ ატამბაევი, ირწმუნება, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს პარლამენტის დემოკრატიული ძალის გაძლიერების მიზნით. მაგრამ Freedom House-ის თანახმად,  ცვლილების პრაქტიკული შედეგი, აღნიშნულ ქვეყნებში, საპრეზიდენტო პარტიებისა და ოლიგარქიული ელიტის პოზიციების გაძლიერებაიქნება  .

მიუხედევად იმისა, რომ ანგარიში შედგენილია სომხეთის საპარლამენტო არჩვენებამდე, მასში საკმაოდ სწორად არის ნავარაუდები, რომ „სომხეთში შეიქმნება მთავრობა და პარლამენტი, სადაც მთავარი, სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტია იქნება, თავად სარგსიანს კი, ოფიცილურად ან კულუარებიდან მართვის შესაძლებლობა მიეცემა“.

Leave a Reply