კონგრესმენების მიმართვა პრეზიდენტ ტრამპს, სომეხთა გენოციდის შესახებ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობებისა და გამოძიების საკითხების კომისიების თავმჯდომარეებმა და წევრებმა, აგრეთვე რვა ათეულზე მეტმა კონგრესმენმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართა.

წერილში ისინი მოუწოდებენ ტრამპს სათანადოდ მოიხსენიოს სომეხთა გენოციდი,24 აპრილს დაგეგმილ მიმართვაში. ამის შესახებ წერს აშშ-ის სომხური ეროვნული კომიტეტი. ტრამპისადმი გაგზავნილ ორპარტიულ წერილში ნათქვამია, რომ სომეხთა გენოციდის მოხსენიებით, ამერიკა მომავალში შესაძლო სისასტიკეების პრევენციას მოახდენს.

„პატივცემულო პრეზიდენტო,

გწერთ 24 აპრილს სომეხთა გენოციდის სათანადოდ მოხსენიების შესახებ.

გენოციდის გულწრფელად და სათანადოდ მოხსენიებით, თქვენ შეურთდებით პრეზიდენტ რეიგანისა და ეიზენჰაუერის ადმინისტრაციას: პირველმა, სომეხთა გენოციდი 1981 წელს აღიარა, მეორეს კი ეს 1951 წელს, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში გამოსვლისას ჰქონდა გაკეთებული.

წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი 1975 წელს – HJR148-ე და 1984 წელს HJR247-ე რეზოლუციებით მოიხსენია“.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 1915 წელს ,ოსმალეთის იმპერიაში აშშ-ის ელჩს, ჰენრი მორგენთაუს, სომეხი ხალხის მასობრივი ჟლეტის, განადგურების და დეპორტაციის ფაქტების დოკუმენტირება მოუხდენია.

Leave a Reply