ახალქალაქის ოქროს მედალი ბაღდადიდან

16-18 დეკემბერს საქართველოს ქალაქ ბაღდადში კრივში პირველობა გაიმართა.  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან პირველობაზე 250 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ახალქალაქი პირველობაზე წარდგენილი იყო 9 სპორტსმენით, რომლებიც მშობლიურ ქალაქში ოქროს მედლით დაბრუნდნენ. ოქროს მედლის მფლობელი კი გახდა უკვე გამოცდილი სპორტსმენი ჰარაზატ გოგორიანი.

„ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებს მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, უბრალოდ შეჯიბრზე ბევრი იყო უსამართლობა. მე სპორტსმენებს ვერ გავყევი, მაგრამ მათი მშობლები იქ იყვნენ, მე რომ იქ ვყოფილიყავი, არ დავუშვებდი, სპორტსმენების მიმართ ასეთ უსამართლობებს“ – jnews.ge-თან საუბარში უთქვამს კრივში ახალქალაქის მწვრთნელ ნორაირ კრჯაციანს.

Leave a Reply