„ტერიტორიები სტატუსის სანაცვლოდ პრინციპით“, რა ტერიტორიებზეა საუბარი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი მთავრობის 12 მაისის სხდომის შემდეგ გამოეხმაურა ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე უორლიქის განცხადებას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს „ტერიტორიები სტატუსის სანაცვლოდ პრინციპით“, წერს საინფორმაციო სააგენტო lragir.am.

„თუ საუბარია მადრიდის პრინციპების შესახებ, რომელიც გასაიდუმლოებულია ხუთი განცხადებით სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის მეთაურების მიერ,   აშკარაა, რომ ლაპარაკია როგორც ტერიტორიებზე, ასევე სტატუსზე. ძალიან მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ შემდეგი: სანამ ტერიტორიულ საკითხებს წინ წამოვწევთ, აზერბაიჯანი ვალდებულია როგორც მინიმუმ, დააბრუნოს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ოკუპირებული რაიონები და აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა.

რატომ?  იმიტომ, რომ აღიარებით მას ექნება ის სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მსგავსი საკითხები“- განაცხადა შავარშ ქოჩარიანმა.

ქოჩარიანის მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკას არ შეუძლია საკითხების მოგვარება ყარაბაღის მაგივრად. ეს არი ყველაზე მოკლე გზა, რათა აზერბაიჯანმა მიაღწიოს თავის სასურველ მიზანს .

შეკითხვაზე, თუ რა ტერიტორიებზეა საუბარი, შავარშ ქოჩარიანმა უპასუხა:

„მე ვისაუბრებ იმ ტერიტორიებზე რომლებიც ოკუპირებულია აზერბაიჯანის მიერ. ესაა მარტუნის რაიონი, მარტაკერტის რაიონის ნაწილები, შაჰუმიანის რაიონი. ხოლო ის, თუ ჩვენ რა უნდა ჩავაბაროთ, ამის შესახებ აზერბაიჯანი  უნდა დაფიქრდეს, მე ეგ არ მაფიქრებს“.

Leave a Reply