სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას – განათლების მინისტრი

სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება  უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთუნიანი ფეისბუქის თავის გვერდზე ავრცელებს.

“დღეს გადავწყვიტე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს თხოვნით მივმართო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების  ჩამორთმევასთან დაკავშირებით. სომხური იდენტურობის, საკუთარ მიწაზე თვითგამორკვევის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის, ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ მიმართული აზერბაიჯანის ქმედებების წახალისებისა და მათი არაპირდაპირი მხარდაჭერისთვის”, – წერს მინისტრი.