საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქში

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი, ევროინტეგრაციის ფართოდ წარდგენა იყო . შეხვედრა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრას სამი მინისტრის მოადგილე ესწრებოდა – ეკონომიკისა და მგდრადი გავითარების მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო ნინისტრის მოანდგილე პეტრე კანკავა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, არჩილ ყარაულაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამის – „წარმოებულია საქართველოში“ – წარმომადგენლები.

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა. მასზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცების და პრესის წარმომადგენლები, კერძო მეწარმეები და ფერმერები.

შეხვედრის ძირითადი განსახილველი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა და სოფლის მეურნეობის განვითარება იყო.

შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაესვა ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებს, რომელთა სამიზნე ჯგუფს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ.

jnews.ge

Leave a Reply