შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან

ქალაქ ახალქალაქში გაიმართა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის წარმომადგენელთა  და ომბუდსმენის ოფისის თანამშრომელთა შორის.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელმა სალომე კულჯანიშვილმა ისაუბრა, თუ სახალხო დამცველის ოფისი როგორ მუშაობს, როგორ ეხმარებიან და რეაგირებენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ დარღვევებზე.

შეხვედრა ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის “PITA”-ს ორგანიზებით, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში  გაიმართა.

Leave a Reply