სომხეთი-საქართველო-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკების შედეგი

მოსკოვი-ერევნის მიმართულებით სარკინიგზო და საბორნე ტრანსპორტირების ტარიფები შემცირდა.

საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიის გავლით სატვირთო გადაზიდვა მაღალი ტარიფებით ხორციელდებოდა, რასაც გავლენა ჰქონდა როგორც ტვირთგადაზიდვის, ასევე ფასების პოლიტიკაზე, ნათქვამია სომხეთის პრემიერ მინისტრის კარენ კარაპეტიანის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული მიმართულებებით ტვირთის გადაზიდვის ტარიფების შემცირების მიზნით სომხეთ-საქართველო-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.

ქართულ მხარესთან შეთანხმების შედეგად შემცირებული კოეფიციენტები ძალაში ამა წლის 22 თებერვლიდან შევიდა. ხოლო რუსეთის მხრიდან ფასდაკლებული ტარიფი – 13 მარტიდან ამოქმედდა. 2017 წლის იანვრამდე მოქმედ ტარიფებთან შედარებით მოსკოვი-ერევნის მიმართულებით სარკინიგზო და საბორნე ტრანსპორტირების ტარიფები 32-35%-ით შემცირდა, ხოლო ერევანი-მოსკოვის მიმართულებით (ტვირთის სახეობიდან გამომდინარე) 52-54%-ით .

Leave a Reply