სომხეთის მთავრობა გაერო-ში საქართველოს რეზოლუციების საწინააღმდეგო პოზიციას განმარტავს

სომხეთის მთავრობა განმარტავს, თუ რატომ გამოდიან გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების წინააღმდეგ, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს. სომხეთის მთავრობაში აღიარებენ, რომ ქართულ მხარესთან ამ თემაზე საუბარი უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს.

„ჩვენ უმაღლეს დონეზე ვთავაზობდით ქართველ კოლეგებს: შევთანხმდეთ და თავი შევიკავოთ ერთმანეთის წინააღმდეგ რეზოლუციებზე კენჭისყრისგან. ასევე, არ მოვაწეროთ ხელი ისეთ განცხადებებს, რომლებიც საქართველოსა და სომხეთის ინტერესების საწინააღმდეგოა. ჩვენ ამას ვთავაზობდით უმაღლეს დონეზე. ქართული მხარე აქამდე გვპასუხობდა, რომ ეს არ შეუძლია. ამაშია საქმე“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტიგრან ბალაიანმა პირველი არხის კითხვაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, არსენ ხარატიანის ინფორმაციით კი, მხარეებს შორის არსებობს ერთგვარი შეთანხმება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ცალკეულ საკითხებზე უთანხმოება ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებზე ნეგატიურად არ აისახება.

„მოდით ვისაუბროთ, მოდით შევთანხმდეთ. გაერო-ში არის რეზოლუცია, როდესაც საქართველო სომხეთის ინტერესების წინააღმდეგ გამოდის“, – აღნიშნა ხარატიანმა.

Leave a Reply