გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიზე ჯარისკაცებმა დებოში მოაწყვეს, დაშავებულია სამხედრო

10 სექტემბერს, სომხეთის ქალაქ გიუმრის სამხედრო ბაზაზე რუს სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

სააგენტო „ფასტინფო“- ს ინფორმაციით გიუმრიში ბაზირებული რუსეთის ფედერაციის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედროებმა, მათ შორის, რაზმის მეთაურებმა იკამათეს, რასაც შეხლა-შემოხლაში მოჰყვა.

სამხედრო მოსამსახურეებიდან ერთ-ერთი, 1991 წელს დაბადებული ნიკოლაევი, გიუმრის სამედიცინო ცენტრში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. სააგენტოს ინფორმაციით, მის ცემაში ერთ-ერთი სერჟანტია ეჭვმიტანილი.

Leave a Reply