საერთაშორისო ჰუმანიტარული პრემია “ავრორას” ჯილდოზე 750 კანდიდატია წარდგენილი

საერთაშორისო ჰუმანიტარული პრემია “ავრორას” ნომინანტების წარდგენა დასრულდა. 2018 წელს, ჰუმანიტარულ ჯილდოზე 750 კანდიდატია ნომინირებული, რომელთაგან 509 პირველად მონაწილეობს, აღნიშნულია “ავრორას” ჰუმანიტარული ინიციატივის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მათი თქმით, პირველად მონაწილე კანდიდატების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 100%-ით გაიზარდა. 2017 წელს პრემიაზე  254 კანდიდატი იყო წარდგენილი.

შერჩეული კანდიდატების საბოლოო სია ჟიურის წარედგინება, რომელსაც ოსკაროსანი მსახიობი ჯორჯ ქლუნი ხელმძღვანელობს.

2018 წლის ჰუმანიტარულ ჯილდოზე წარდგენილი კანდიდატების სახელები 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს გამოცხადდება.   ჰუმანიტარული პრემია  2018 წლის 10 ივნისს სომხეთში, უკვე მესამედ გაიმართება.

მსოფლიო ჰუმანიტარული ჯილდოს მიზანია, პატივი  მიაგონ გენოციდის შედეგად დაღუპულ ადამიანებსა და იმათ, ვინც გენოციდის დროს განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს.

“ავრორა” ყოველწლიურად ტარდება და გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებიც სომხების გენოციდს გადაურჩნენ და რომლებიც მათ გადარჩენაში დაეხმარნენ.

Leave a Reply