Latest posts by Aliq Media (see all)
თურქეთის მეჯლისის ეროვნებით სომეხმა დეპუტატმა კარო ფაილანმა სტამბოლში ალიქ მედიასა და რადიო თავისუფლებასთან 24 აპრილამდე თურქეთის პარლამენტში თავის ცნობილ გამოსვლასა და მის შედეგებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ფაილანმა სათითაოდ წაიკითხა 1915 წელს თურქეთში მოკლული სომეხი დეპუტატების სახელები და მათი ფოტოებიც წარმოადგინა. დეპუტატი ამბობს, რომ თურქმა ხალხმა არაფერი იცის თავისი ისტორიისა და წარსულის შესახებ. თურქეთი შექმნილა დიდი სიცრუისა და დანაშაულის საფუძველზე. „თურქებმა სომხების შესახებ ერთი წინადადება იციან, „ისინი მოღალატეები არიან, გვიღალატეს ჩვენ, ამის გამო ჩვენ იძულებულნი ვიყავით შორს გაგვეგზავნა ისინი“. მათ არ იციან რა გაუკეთებიათ სომხებს აქ, არ იციან წინა პარლამენტარების შესახებ. მე მსურდა მეჩვენებინა, რომ ამ ქვეყანაში ყოფილან სომეხი დეპუტატები და მათი ოცნება ერთობლივი, მშვიდი ცხოვრება იყო. მათ უნდოდათ ეპოვათ საერთო ცხოვრების გზა“.
ფაილანის სიტყვებით, მისი ცნობილი გამოსვლის შემდეგ ბევრი დეპუტატი მიუახლოვდა და გაკვირვებით ჰკითხა, მეჯლისს ნმდვილად ჰყოლია თუ არა ეროვნებით სომეხი დეპუტატი. ფაილანის მიხედვთ, მის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმის გამო, რომ მან დაამტკიცა, რომ არათუ სომხებს უღალატიათ, არამედ თურქებმა გაანადგურეს ერთად ცხოვრების ოცნება. რადიო ალიქის შეკითხვაზე, რომ თურქეთის პრობლემა გარდა ექსტრიმიზმისა ასევე ცოდნის ნაკლებობაა, დეპუტატმა გასცა შემდეგი პასუხი „ დიახ, სამწუხაროდ, აქ ცოდნის სერიოზული ნაკლებობაა. ისინი მალავენ წარსულს, არ სურთ გახსნან „შავი ყუთი“, ხოლო ჩვენ მის გახსნას ვითხოვთ, თურქები ამბობენ, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის ფუძემდებელი გმირები, იმ შემთხვაში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი სომეხთა დიდი გენოციდის განმახორციელებლები არიან. ეს სერიოზული პრობლემაა მათთვის, რადგან ამ ქვეყანაში თალეათ, ენვერ ფაშები ჯერ კიდევ ცხოვრობენ. უკვე 100 წელია, ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში, სადაც თალეათი, ენვერი და ჯემალ ფაშა გმირები არიან“.
დეპუტატი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ შეცვალონ არსებული აზროვნება არა მხოლოდ სომხების, არამედ ყველა დანარჩენისთვის. ის დარწმუნებულია, რომ ქურთები იმავე გზას გადიან 100 წლის შემდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ თურქეთს არ უღიარებია თავისი დანაშაული, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ დანაშაულის ჩადენა. ფაილანი მიუბრუნდა ასევე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სომეხთა გენოციდის რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებულ განვითარებებს. დეპუტატი რეზოლუციის მნიშვნელობას ხედავს იმ თვალსაზრისით, რომ გერმანიამ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის მოკავშირე იყო, ამით ფაქტობრივად ინაწილებს პასუხისმგებლობას თურქეთთან ერთად.
„თურქეთის პრემიერ მინისტრმა, სამწუხაროდ, საშინელი პასუხი გასცა, განსაკუთრებით ოზდემირთან დაკავშირებით, რომ საჭიროა მისი სისხლი შემოწმდეს ლაბორატორიაში. ეს ნაცისტური პასუხი იყო. დღეს თურქეთს შავი დღეები უდგას, დემოკრატიის ელემენტები, რომლებიც არსებობდა ქვეყანაში, ქრება. ნაციონალისტური, ექსტრემისტული, ისლამური იდეოლოგიების მქონეთა გზა ერთიანდება“. დეპუტატი ირწმუნება, რომ თურქეთის მთავრობა დღეს ევროკავშირის შესახებ „ბევრს არ ფიქრობს“.
მისი აზრით, ერდოღანის მთავრობას ეშინია ქურთების განმათავისუფლებელი მოძრაობის თურქეთში. დემოკრატიის შესახებ ნებისმიერი განხილვა მალევე ჩერდება: „ ევროპის გვერდით ყოფნისთვის საჭიროა განვითარება დემოკრატიის თვლსაზრისით, ხოლო დემოკრატად ყოფნა ნიშნავს, რომ მაგალითად სომხები, ქურთები და თურქები უნდა იყვნენ თნანასწორნი. 100 წლის წინ, როდესაც სომხები დემოკრატიასა და თანასწორობას ითხოვდნენ, ეს პრობლემა არ გადაწყდა. ახლა იგივეს ქურთები აკეთებენ, ხოლო თურქეთი სამწუხაროდ კვლავინდებურად ეხმაურება: კლავს ხალხს და ბომბავს ქალაქებს.“
დეპუტატი ფაილანი ამბობს, რომ ყოველდღე ცდილობს, ბოლო მოუღოს ერდოღანის მუქარას, რომელიც ჟღერს პრეზიდენტის თითოეულ სიტყვაში და მიმართულია ყველა ოპოზიციონერის მიმართ: „მე და რამდენიმე სხვა დეპუტატი ძალადობას დავექვემდებარეთ, რომლის დამკვეთი იყო თავად ერდოღანი. პარტიას „სამართლიანობა და განვითარება“ პარლამენტში 300 დეპუტატი ჰყავს, რომლებთანაც მე შემიძლია ვისაუბრო, განხილვები მქონდეს, მაგრამ მათგან 50 მხოლოდ ეროღანისგან იღებს დაკვეთებს და ჩვენზე თავდასხმის შეკვეთა ჰქონდათ მიღებული.“
ახლად დანიშნული პრემიერ მინისტრ ილდიმირს, ფაილანი უწოდებს სასახლის ბრძანებების შემსრულებელს. ამბობს, რომ ქვეყანას ერდოღანი და არმია მართავენ. დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმების შემდეგ თურქეთში საკანონმდებლო ინიციატივები მზადდება ჯარისთვის ხელშეუხებლობის მინიჭებისთვის, რაც, დეპუტატის მიხედვით, ნიშნავს: „დავხოცოთ ქურთები, მშვიდად დავბომბოთ ქურთული ქალაქები და ამის თვის პასუხისმგებლობა არ დაგვეკისროს“. ალიქის შეკითხვას, თურქეთში სომხებისა და ქურთების ინტერესები თანხვედრაშია თუ არა, კარო ფაილანი პასუხობს, რომ ეს ცალსახად ასეა, რადგან მოთხოვნები ერთი და იგივეა და საკითხი არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც ეხება: „მე მინდა, რომ მალათიის, დიარბექირისა და სხვა დასახლებების სომხები უკან დაბრუნდნენ, არა როგორც ტურისტები, რადგან ეს მათი მიწაცაა. ქურთები ამბობენ დიარბექირი ქურთისტანია, თუმცა თურქეთი, სომხეთი და ქურთისტანი ერთ ტერიტორიაზე არიან“.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მშვიდად ცხოვრების პირობა პრობლემის თურქეთში გადაწყვეტაა, ნაციონალიზმისგან განთავისუფლების გზით. „უნდა შევცვალოთ საზოგადოება და არა მთავრობა ან ერდოღანი. მთავარი საზოგადოებათა შორის დიალოგია“.