Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში, მაშველებმა არაგაწის მთაზე დაკარგული მოქალაქეები იპოვეს. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულებიდან ორი საქართველოს მოქალაქეა.
10 სექტემბერს, 21:48 საათზე, მიღებული შეტყობინების თანახმად, სამი მოქალაქე (ორი საქართველოს მოქალაქე) არაგაწის მთაზე ავიდნენ და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობდნენ. საჭირო გახდა მაშველების დახმარება.
დაკარგულების დასახმარებლად ადგილზე მისული იყო ერთი მაშველთა ეკიპაჟი. გაირკვა, რომ ერთი სომხეთის და ორი საქართველოს მოქალაქე, ქარე ტბის მახლობლად დაშორდნენ სალაშქრო ჯგუფს, დაიკარგნენ და უკან ვერ აგნებდნენ გზას.