ახალგაზრდებმა ხოჯაბეკის ტყე დაასუფთავეს

27 აგვისტოს ახალგაზრდული ცენტრის “PITA”-ს აქტივისტებმა ხოჯაბეკის ტყე დაასუფთავეს.
ტყე ქალაქთან ახლოსაა და ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასასვენებელი და გასართობი ადგილია.

აქტივისტებმა დაახლოებით ტყის მესამედი გაწმინდეს, რომელიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით იყო დაბინძურებული.

ღონისძიება ჩატარდა გაეროს ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში.

nor.ge

 

Leave a Reply