ერევანის საკრებულომ მარტის აქციაზე დაღუპული ადამიანების ხსოვნის მემორიალის პროექტს მხარი არ დაუჭირა

10 წლის წინ, 1-ელ მარტს, დაახლოებით, 6:30 საათზე, მშვიდობიანი აქცია პოლიციამ და სამხედრო ძალებმა დაარბეს, რა დროსაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. მოწმეები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალებმა იარაღი და ყუმბარები გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ. მოქმედმა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა 20 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მასობრივი დაპატიმრებები და ოპოზიციის წევრების მიმართ ანგარისწორება.

ერევანში პირველ მარტს მომხდარი მოვლენების დროს დაღუპული ადამიანების პატივსაცემად პარტია “ერკირ წირანის” წარმომადგენლები ხელისუფლებას მემორიალის დადგმას სთავაზობენ, რასაც სომხეთის რეპუბლიკური პარტია ეწინაღმდეგება.

მემორიალის პროექტის ჯერ არ არსებობს, მაგრამ პარტიას სურს ამაზე მუშაობა რეალურად დაიწყოს. მათი მოთოვნაა, ერევნის მერიამ საუკეთესო იდეის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადოს.

გასულ კვირას, ერევნის საკრებულოს საბჭოს სხდომაზე მემორიალის დადგმის საკითხის განხილვის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ პროექტს მხარი არ დაუჭირა,  თანხმობა განაცხადეს მხოლოდ “ელქ”(ოპოზიცია) და “ერკირ წირანი” პარტიებმა.

პროექტმა უარყოფითი დასკვნა მიიღო, თუმცა განხილული იქნება საკრებულოს საბჭოს 19 მარტის სხდომის დღის წესრიგზე.

Leave a Reply