არტურ ალექსანიანმა კამათის გამო ბრძოლა შეწყვიტა

თბილისში ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა – არტურ ალექსანიანმა, ქართველი მოჭიდავეების გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ბრძოლა კამათის გამო შეწყვიტა.

98 კილოგრამში, რევაზ ნადარეიშვილმა ევროპის 3-გზის, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი არტურ ალექსანიანი 4:1 დაამარცხა. ქართველმა მოჭიდავემ ბოლო ორი ქულა მეტოქის მიერ სპორტული ეთიკის დარღვევის გამო მიიღო. ბრძოლის ბოლო წუთზე ალექსანიანი ხალიჩისმიღმა ატეხილ გარჩევაში ჩაერია, ამის გამო მსაჯმა გამარჯვებულად ნადარეიშვილი გამოაცხადა. ტრიბუნებსა და არენაზე კი გუნდური დაპირისპირება გაგრძელდა და სიტუაციის განსამუხტად საქმეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც ჩაერია.

სომხური მედია, ტრიბუნებზე კამათის მიზეზად, მიკერძოებულ მსაჯობას ასახელებს.

Leave a Reply