თბილისში ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება

თბილისში  ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის თასის გათამაშება გრძელდება.

25 სექტემბერს, ორ საათის განმავლობაში სომეხი მოჭადრაკე არონიანი თეთრი ფიგურებით, ჩინელი ლირენ დინგთან იბრძოდა. ფინალის მესამე პარტია 31-ე სვლაზე ფრედ დასრულდა.

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის თასის გათამაშება 2-28 სექტებრამდე თბილისში ტარდება. ხვალ, 15:00 საათზე დაიწყება ფინალის მეოთხე პარტია.

Leave a Reply