აზერბაიჯანი ნახიჩევში სამხედრო ძალებს უყრის თავს

აზერბაიჯანმა ნახიჩევანში, სომხეთის საზღვარზე, საწვრთნელი ფრენები SU-25 თვითმფრინავების მონაწილეობით განახორცილა. “რია ნოვოსტის” ცნობით, ფრენების ვიდეოჩანაწერები აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მოდერნიზებული SU-25-ის დანიშნულება არის სხვადასხვა მიზნების განადგურება, ბრძოლის ველზე განლაგებული სახმელეთო ძალების დახმარება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.
როგორც Eurasianet-ის მიმომხილველი, ზაურ შირიევი აცხადებს, აზერბაიჯანმა ერთი წლის განმავლობაში ნახიჩევანში სამხედრო ძალებს მოუყარა თავი. ავტორის აზრით, ეს ზრდის ნახიჩევანის სტრატეგიულ მნიშვნელობას როგორც ბაქოსთვის, ასევე ერევნისთვის. შირიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტისთვის, ნახიჩევანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ეს ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის სამშობლოა.
ამჟამად ნახიჩევანში 20 ათასი ჯარისკაცი, დაახლოებით 400 ერთეული ჯავშანტექნიკა და საჰაერო თავდაცვის სისტემაა მობილიზებული. Eurasianet-ის განცხადებით, ყურადღება გამახვილებულია “არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე”. თურქეთის აქტიური როლი და სამხედრო ყოფნა ამ მოქმედებებში, საკმაოდ თვალსაჩინოა.
ნახიჩევანის საზღვრიდან ერევნამდე 60 კილომეტრია, რაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ “სმერჩს” (90 კილომეტრი) ადვილად შეუძლია სომხეთის დედაქალაქამდე მიაღწიოს.
ნახიჩევანის ამოქმედებით, ალიევი ძალიან საშიშ და პროვოკაციულ ნაბიჯს დგამს.

Leave a Reply