აზერბაიჯანმა ყარაბაღის მიმართულებით თავდასხმა დაიწყო

“მტერმა არცახის მიმართულებით იერიში მიიტანა”, – წერს ფეისბუკზე სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 27 სექტემბერს.

“ძვირფასო სომხეთის მოქალაქეებო, არცახისა და დიასპორის ამაყო მოქალაქეებო. მოწინააღმდეგემ არცახის მიმართულებით იერიში დაიწყო. თავდაცვის არმია წარმატებით უწევს წინააღმდეგობას თავდასხმას. მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას”, – წერს ფაშინიანი.

რაც შეეხება ბაქოს პოზიციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელისუფლებო პრესის ინფორმაციით, “სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანული პოზიციები და მიმდებარე დასახლებულ პუნქტები დაცხრილეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”.

netgazeti.ge