აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადეს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადეს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაზაჰირ პანახოვის განცხადებით, ბიულეტენების 99,9%-ის დათვლის შემდეგ ილჰამ ალიევმა ამომრჩეველთა ხმების 86,3% დააგროვა.

დანარჩენი მაჩვენებლები კი ასე გადანაწილდა: უპარტიო კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი – 3,11%, სარდარ ჯალალოღლუ („აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია“) – 3,03%, ჰუდრათ ჰასანგულიევი („ერთიანი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“) – 3,02%, ჰაფიზ გაჯიევი („თანამედროვე მუსავატი“) – 1,52%, არაზ ალიზადე („აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტია“) – 1,38%, ფარაჯ გულიევი („აღორძინების ეროვნული მოძრაობა“) – 1,17%, რაზი ნურულაევი („ფრონტისტების საინიციატივო ჯგუფი“) – 0,74%.

ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აღსანიშნავია, რომ ილჰამ ალიევი 7 წლის ვადით აირჩიეს, რაც მისთვის ზედიზედ მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

Leave a Reply