დღეს სომხეთში ცოდნისა და განათლების დღეს აღნიშნავენ

The new school year begins on the Day of Knowledge - September 1

პირველ სექტემბერს სომხეთში ცოდნისა და განათლების დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ქვეყნის სასშტაბით სასწავლო წელი ოფიციალურად იწყება.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს მიულოცა:
“ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს გადადგამს სკოლაში და ცოდნის ახალ და მომხიბლავ სამყაროს აღმოჩენს. განათლების მნიშვნელობა დღეს უდავოა, როგორც ყველა ოჯახში და მთლიანად საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომხეთში განათლების სისტემაში სერიოზული რეფორმები ტარდება, რადგან დრო და მოთხოვნები იცვლება, ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს განახლებული განათლების სისტემა”,- აღინიშნა სერჟ სარგსიანმა.
სრულიად სომეხთის კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ განათლების დღე მოსწავლეებს ასევე მიულოცა.
წელს სომხეთში სწავლას პირველ კლასში დაახლოებით 40,000 ბავშვი იწყებს, ხოლო 9 სკოლას საერთოდ არა ჰყავს პირველკლასელი.
სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით წელს მოსწავლეთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

Leave a Reply