DRI – ამოიცანი დეზინფორმაცია – სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები

ამოიცანი დეზინფორმაცია – სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები

შესავალი 

დეზინფორმაციული გზავნილები პანდემიასთან ბრძოლის პროცესშიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული ჯანდაცვის სისტემებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.ონლაინ სამყაროში Covid-19 პანდემიის გარშემო ყალბი ამბებისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელების სიხშირე იმდენად მაღალია, რომ ქმნის ალტერნატიულ რეალობას. შესაბამისად, გართულდა ზღვარის გავლება გამიზნულ პროპაგანდასა და რეალურ ამბავს შორის.

როგორც დაკვირვება ცხადყოფს, სოციალური მედია და სხვა მასობრივი კომუნიკაციები ხელსაყრელი პლატფორმა აღმოჩნდა დეზინფორმაციული კამპანიისა და პროპაგანდის საწარმოებლად. წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მიერ განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგს, რომელშიც გაანალიზებულია 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში Covid-19-ისპანდემიის ფონზე დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია საშუალებების გზავნილები და შესწავლილია მათი მანიპულაციური დისკურსის ძირითადი ტენდენციები. ანალიზი ეყრდნობა ფეისბუქ გვერდების მონაცემებს (სტატუსებს და ფოტო-ვიდეო ვიზუალიზაციას).

საერთო ჯამში,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა Covid-19-თან დაკავშირებული სტიგმების,დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების 785 შემთხვევა გამოავლინა 15 ვებგვერდსა და 10 ფეისბუქ გვერდზე. ყალბი ამბებითა და კონსპირაციული თეორიებით აღსავსე ინფოდემია კორონა ვირუსის მკურნალობის დაუსაბუთებელ მეთოდებს და ვირუსის წარმოშობის საკითხებს ეხებოდა.

ძირითადი დაკვირვების სახით შეიძლება ითქვას,რომ დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი ძირითადისამიზნე Covid-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინებია. Covid-19-ის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის მთავარ პირველ წყაროს რუსეთი წარმოადგენს. აქტიური პრორუსული კამპანია რუსული ვაქცინის „Sputnik V“-ის გარშემო საქართველოშიც მიმდინარეობდა. ასევე, ვრცელდებოდა ანტიდასავლური შინაარსის კონსპირაციული თეორიები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვირუსის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის და Microsoft-ის დამფუძნებელის ბილ გეითსის მიერ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისმსოფლიო მოსახლეობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების შესახებ. ინფოდემიამ Covid-19-ის ვირუსის გარშემო მოიცვა დეზინფორმაციები მკურნალობის არაზუსტი მეთოდების,გადადების გზებისა და წარმოშობის შესახებ.ასევე,აქტიურად მიმდინარეობდა ვაქცინაციის სამომავლო პროცესის მადისკრედიტირებელი კამპანია.

მედია მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული მედიაკამპანია ხასიათდება ქსელური ხასიათით დამიზან მიმართულად იყენებს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციის პრაქტიკას. დეზინფორმაციული კამპანია თავის მხრივ ქმნის ფაბრიკაციულ, მანიპულაციურ კონტენტს და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია, ვინაიდან საზოგადოებაში ნერგავს გაურკვევლობასა დაშიშს.

შესწავლილი დეზინფორმაციული ნარატივები, შინაარსობრივი მახასიათებლების მიხედვით ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ანტიდასავლური გზავნილები და კონსპირაციულ/პროპაგანდისტული გზავნილები.

ანტიდასავლური გზავნილები

Covid-19-ის მსოფლიო პანდემიად გამოცხადების პარალელურად, ონლაინ მედიაში არაერთი ანტიდასავლური გზავნილების მქონე კონსპირაციული თეორიები და ყალბი ამბები გავრცელდა.დეზინფორმაციული კამპანიის მნიშვნელოვან სამიზნედ იქცა ერთი მხრივ, ვაქცინაზე მომუშავე დასავლური კომპანიები, ხოლო მეორე მხრივ,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.გარდა ამისა,გაქტიურდა ანტივაქსერულიკამპანიაც.

დეზინფორმაციული კამპანიის ძირითადი მიზანი მოსახლეობაში დასავლური კომპანიებისა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვა იყო.

დეზინფორმაცია #1: პანდემია აფიორაა და ვაქცინაციის გზით ემსახურება ფარმაცევტული კომპანიებისა და ენტონი ფაუჩის გამდიდრებას. 

სიმართლე: ჯერ-ჯერობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ დაუმტკიცებია არცერთი ფარმაცევტულიკომპანიისვაქცინაCovid-19-ისწინააღმდეგ. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის ვაქცინებიდან ფინანსური მოგების შესახებ ინფორმაცია კონსპირაციული თეორია. ამ ეტაპზე საკვლევ პროცესშია 70-ამდე ვაქცინა,რომელთაგანაც ერთ-ერთ კომპანიასთან პარტნიორობს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი,თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება,რომ ენტონი ფაუჩი მიიღებს რაიმე სახის ფინანსურ სარგებელს აღნიშნული ვაქცინის დამტკიცებისშემთხვევაში.

დეზინფორმაციის გავრცელების წყაროები: „კორონა აფიორა“,„ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალიმსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“,“საერთო სახალხო მოძრაობა“,„კორონა მაფია“.

 

 კონსპირაციული თეორიები 

პანდემიის პარალელურად, ონლაინ სივრცეში გავრცელდა სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ყალბი ინფორმაციები Covid-19-ის წარმოშობის, მკურნალობისა და დიაგნოსტირების შესახებ.

Covid-19პანდემიის ფონზე,ყალბი ინფორმაცია მკურნალობის მეთოდებისა და ვირუსის დიაგნოსტირების შესახებ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზესაქართველოშიც ფართოდგავრცელდა.სოციალურ ქსელში ცალკეულმაინდივიდებმადასხვადასხვა ჯგუფებმააქტიურად გააზიარეს კონსპირაციული თეორიები ვირუსის განკურნების მეთოდების შესახებ. არაერთი შეთქმულების თეორია შეიქმნა ვირუსის ხელოვნურად შექმნისა და გავრცელების შესახებაც.

Covid-19 პანდემიის ფონზე განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საქართველოშიასევე ანტივაქსერული კამპანიის გააქტიურებაც. სხვადასხვა ონლაინ გამოცემებსა და ფეისბუქ გვერდებზე გავრცელდა კონსპირაციული თეორიები ვაქცინაციის მიკროჩიპებით ჩატარების თაობაზე,მსოფლიო მოსახლეობის გაკონტროლების მიზნით. გარდა ამისა, ანტივაქსეურლი კამპანიის მნიშნელოვანი დეზინფორმაციული გზავნილი იყო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეშვეობით ადამიანის დნმ-ს ცვლილება და ამ გზით მსოფლიო კონტროლის დაწესება. აღნიშნული ინფორმაცია არის Covid-19 პანდემიის გარშემო გავრცელებული კონსპირაციული თეორიების შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ვაქცინის გარშემო ადამიანების შეცდომაში შეყვანას და საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას.

დეზინფორმაცია #2: გერმანელი მეცნიერების მიერ დასახელდა მცენარე, რომელიც კორონავირუსის 97%-ს წუთებში ანადგურებს.

სიმართლე: მტკიცება, რომ გერმანელი მეცნიერების მიერ აღმოაჩენილია მცენარე, რომელიც კორონავირუსს წუთებში სპობს, ემყარება ტაილანდური მედიცინის ვებ პორტალზე გამოქვეყნებულ კვლევას,რომლის სანდოობა და ვალიდურობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ არ არისდამტკიცებული. გარდა ამისა, კვლევაში არაა აღნიშნული,თუ რომელ შრატზე დაყრდნობით ჩატარდა ექსპერიმენტი.

დეზინფორმაციის გავცელების წყაროები: „დიასპორული ამბები“, საქართველო“, „იტალიისცის ქვეშ“,„ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან“. ჯამში მანიპულაციური მასალა,რომლის თანახმადაც, არსებობს მცენარე,რომელიც დეზინფორმაციის პირველ წყაროს ქართულ ონლაინ მედიაში წარმოადგენს ვებ პორტალი Nostal.ge.

 

 დეზინფორმაცია #3: მედიკამენტი ლევოფლოქსაცინი არის პირველი წამალი,რომელიც Covid-19 ვირუსს კურნავს.

სიმართლე: მტკიცება, თითქოს მედიკამენტი ლევოფლოქსაცინი ეფექტური საშუალებაა კოვიდ- 19 ვირუსის განსაკურნებლად, არის ყალბი. პრეპარატი ლევოფლოქსაცინი განეკუთვნება ანტიბაქტერიულ საშუალებებს და მის ანოტაციაში ხაზგასმულია,რომ სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის და კანის ინფექციების დროს გამოიყენება.Covid-19 კი არის ვირუსი და არა ბაქტერიული დაავადება. გარდაამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ჯერ კიდევ არ არსებობს მედიკამენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება Covid-19ვირუსისგან განკურნება.გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას, არ მიმართონ თვითმკურნალობას Covid-19ვირუსის შემთხვევაში და ყურადღებას ამახვილებს საფრთხეებზე,რაც თან ახლავს ექიმის ზედამხედველობის გარეშე, დამოუკიდებლად ამა თუ იმ პრეპარატისმიღებას.

დეზინფორმაციის გავრცელების წყაროები: „სტალინი“,„მთავარი სიახლეები“,„ქართველთამსოფლიო ცენტრი“და „შუა გზაზე“.ინფორმაციის წყაროდ მითითებულია ვებ პორტალი tvm.ge.

 

 დეზინფორმაცია #4: Covid-19 უბრალო ვირუსია, სეზონური გრიპი მასზე უფრო სახიფათოა და სიკვდილიანობაც სეზონური გრიპის შემთხვევაში უფრო მაღალია.

სიმართლე: სამწუხაროდ, აღნიშნული მტკიცება საფუძველს მოკლებულია. სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (0.1%)გაცილებით დაბალია, ვიდრე Covid-19-ის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნოემბრის მონაცემებით, კოვიდ-19-ით გარდაიცვალა დაავადებულთა 2.7%. ასევე დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ Covid-19 უფრო ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე სეზონური გრიპი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისშეფასებით, კორონა ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და გაცილებით საშიშია ხანდაზმული ადამიანებისთვის, ვიდრე სეზონური გრიპი.

დეზინფორმაციის გავრცელების წყაროები: „საერთო სახალხო მოძრაობა“და „მთავარი საქართველოა“. პირველწყაროს კი წარმოადგენს ვებპორტალი publishers.ge.

 

 

 დეზინფორმაცია #5: საგანგებოდ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ დადგინდა Covid-19 ვირუსის თაღლითური შინაარსი და პანდემია გამოცხადდა აფიორად.

სიმართლე: რეალურად კი 7 ექიმისა და გერმანელი ადვოკატის რაინერ ფულმიხის განცხადებას, რომლის მიხედვითაც Covid-19 პანდემია თაღლითობაა, არ მოჰყოლია არანაირი ოფიციალური გამოხმაურება. გარდა ამისა, ადვოკატის ვიდეო მიმართვაში აღნიშნულია,რომ ეს მისი პირადი მოსაზრებებია.ავტორთა განცხადება ცრუ პანდემიასთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას.შესაბამისად მტკიცება,რომ Covid-19 პანდემია აფიორად გამოცხადდა, კონსპირაციული შინაარსისაა.

დეზინფორამაციის გავრცელების წყაროები: „კორონა მაფია“, „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“და „მოქალაქე“.

 

 დეზინფორმაცია #6: ბილ გეითსი მსოფლიოში სავალდებულო და სახიფათო ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს მოსახლეობაზე მასობრივი კონტროლის მოპოვების მიზნით.

სიმართლე: ქართულ ფეისბუქ ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბილ გეითსი იძულებითივაქცინაციით მსოფლიო ბატონობას გეგმავს, არის დეზინფორმაცია,რომლის პირველ წყაროა რუსული ვებ-გვერდი cont.ws. სტატიაში აღნიშნულია,რომ ბილ გეითსმა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნა პუბლიკაცია, სადაც ასახულია მის მიერ მსოფლიო მოსახლეობის იძულებითი ვაქცინაციის გეგმა. რეალურად აღნიშნულმა გამოცემამ ბილ გეითსის სტატია სათაურით: Responding to Covid-19 – A Once-in-a-Century Pandemic?(პასუხი Covid-19-ზე – საუკუნის პანდემია?) გამოაქვეყნა თებერვალში, სადაც კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი საუბრობს Covid-19 ვირუსის გლობალურ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და კაცობრიობას სთავაზობს პანდემიასთან გამკლავების რეკომენდაციებს. აღნიშულ სტატიაში იძულებით ვაქციანაციაზე საუბარი არ არის. შესაბამისად, სამეცნიერო ჟურნალში ბილ გეითსის მიერ „სახიფათო ვაქცინაციით“ მსოფლიო მოსახლეობაზე კონტროლის დაწესების გეგმაზე საუბარი არისდეზინფორმაცია.

დეზინფორმაციის გავრცელების წყაროები: ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიოწესრიგი(NWO);ანტი-ეკუმენიზმი“,      „საერთო         სახალხო         მოძრაობა                                                              ქართველიერისგადარჩენისთვის!“,„საქართველო უპირველეს ყოვლისა“, „კორონა მაფია“, „იტალიის ცის ქვეშ.“

 

 დეზინფორმაცია #7: პანდემია არ არსებობს. კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების მიზნით, ბილ გეითსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოისყიდა თაღლითური გეგმის მიხედვით.

სიმართლე: რეალურად, ბილ გეითსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთერთი ყველაზე დიდი დონორია.მისი ფონდის შემოწირულობა მხოლოდ პანდემიის დასაწყისში 150 მილიონი დოლარი იყო. ბილ გეითსმა ჯერ კიდევ თებერვლისდასაწყისში გააფრთხილა  ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაცია,რომპანდემიაგარდაუვალიიყო,თუმცაCovid-19 ვირუსი პანდემიად 2020წლის11მარტამდეარგამოცხადდა. ასევე დეზინფორმაციაა მტკიცება,რომ პანდემია არარსებობს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და დეკემბრისმონაცემებით 220 ქვეყანაში 77მილიონს გადააჭარბა, ხოლოგარდაცვლილთა რაოდენობა 1,700,000-ზე მეტია.

დეზინფორმაციის გავრცელების წყაროები:„კორონა აფიორა“, „საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერისგადარჩენისთვის!“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“,“ქართველთა მსოფლიო ცენტრი“. უნდა აღინიშნოს,რომ სასულიერო პირების ვიდეომიმართვა„პანდემია თუკორონა-თაღლითობა“ ფეისბუქის მიერ შეფასდა,როგორც დეზინფორმაცია.