ოქროს გარგარი: კინოს დღესასწაული ერევანში

8 ივლისს, ერევანში მე-15 ოქროს გარგარის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. დაუვიწყარი ფილმების ჩვენება, შეხვედრები, დისკუსიები, მასტერკლასები მსოფლიოს ცნობილ კინორეჟისორებთან ერთად კინოს მოყვარულები რვა დღის განმავლობაში გააერთიანა.

წელს ფესტივალის მთავარი სტუმრები იყვნენ ოსკარის მფლობელი დარენ არანოვსკი და “ოქროს ლომის” პრემიის ლაურეატი ჯანფრანკო როზიმი, რომლის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.

კინოფესტივალი დაიწყო რობერ კეტიკიას  ფილმის “კერძო სახლი” ჩვენებით და დასრულდება თერი გილიამის “დონ კიხოტის მკვლელით”.

ფესტივალის ფარგლებში სპეციალური პროგრამა დავით საფარიანის 65 წლის იუბილეს მიეძღვნება.

8 ივლისს, ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა ჰაკობიანი იმყოფებოდნენ.

Leave a Reply