სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისას სპეციალურ შეტყობინებას უგზავნის

სომხეთის საელჩოების ვებ-გვერდები და საგარეო სამინისტრროს ცხელი ხაზის უკვე რამდენიმე თვეა სომხეთიდან საზღვარგარეთ  წასულ მოქალაქეებს, რომლებიც VivaCell-MTS- ის აბონენტები არიან, საზღვრის გადაკვეთისას შეტყობინების სახით საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სპეციალური საკონტაქტო ცხელი ხაზის ნომერს უგზავნის.

ლუსინე ღაზარიანმა, პირველად შეტყობინება საქართველოს საზღვართან მიიღო ასეთი შეტყობინება, ამბობს, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა.

“როგორც კი მივედი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, მე მივიღე შეტყობინება, ვფიქრობდი, რომ ეს იყო რეგულარული როუმინგის შეტყობინება, აღმოჩნდა რომ ეს იყო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. საბედნიეროდ, ჩვენ არ დაგვჭირვებია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თავს დაცულად ვიგრძენით “, – ამბობს ღაზარიანი.

მსგავს შეტყობინებებს სომხეთის საგარეო უწყება თებერვლიდან გზავნის. ლუსინე სარგსიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი, ალიქ მედიასთან საუბრში აცხადებს, რომ ინიციატივა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიის ნაწილია, ასევე  პოლიციის ყველა განყოფილებაში, საზღვარზე, აეროპორტში გავრცელებულია საინფორმაციო ბუკლეტები.

“სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობენ, მიიღებენ ასეთ შეტყობინებას იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი წარმომადგენლობა კონკრეტულ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს, დახმარების მისაღებად ვის დაუკავშირდნენ და თუ რამე გადაუდებელი პრობლემაა, მათ შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკონ”, – ამბობს სარგსიანი .

ჯერჯერობით, შეტყობინების მიღება შეუძლიათ მხოლოდ VivaCell-MTS- ის აბონენტებს, თუმცა სარგსიანი ამბობს, რომ ამჟამად მოლაპარაკებები მიდის სხვა ოპერატორებთანაც.

სარგსიანის თქმით, ამ ინიციატივის შემდეგ, ცხელი ხაზის ზარები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივა ემსახურება თავის მიზანს.

Leave a Reply